ეკონომიკა
საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა
საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა რამდენიმე ჯგუფი ეწვევა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა  პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმასაქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროებისტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში.

პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ  ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისადა დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაპირდა.

კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროებისსუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში,  საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციოშესაძლებლობებს შეისწავლიან.

შეხვედრზე საუბარი წარიმართა ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის ქართული ღვინის შეთავაზების შესაძლებლობაზე.

„საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად რამდენიმე მნიშვნელოვანი დელეგაცია ეწვევა, რათა შემდგომშიგადაწყვეტილებების მიღება ორივე ქვეყნის სასიკეთოდ იქნას მიღებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისდაჩქარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის კეთილი ნება, ისევე როგორცგადაწყვეტილებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ.

„მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი კომპანიების სტუმრობა, როგორიცაა საeმიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „EMAAR”, რომელიც საქართველოში სასტუმრობიზნესის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, ყურადღება იქნება გამახვილებული როგორც საქართველოსცენტრალურ ქალაქებისა, ასევე საზღვაო კურორტების მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნეს მთის კურორტებისგანვითარების საკითხი.