ეკონომიკა
"ჩვენი რეფორმები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის მიმართული"- დიმიტრი ქუმსიშვილი
"ჩვენი რეფორმები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის არის მიმართული"- დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ქვეყანაში განხორციელებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მთავრობის რეფორმები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის არის მიმართული .

"დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საშუალოვადიან  პერიოდში საქართველოში გატარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, საპენსიო რეფორმა; კაპიტალის ბაზრის რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის ეფექტიანი სქემის შექმნა; მიწის რეფორმა და სხვა,  - ამის შესახებ პირველ მავიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა იყო ამბიციური. 
„ყველა ეს რეფორმა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ არის მიმართული, რაც რა თქმა უნდა დღეს არსებული მოწყვლადობების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ეს კი, როგორც ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული.
მინისტრმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას  საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისთვის. 
მისი თქმით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისათვის და იგი თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იქნება." - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.