საზოგადოება
პარტია "თავისუფალი საქართველო" სამშაბათს,საგარეჯოში, მევახშეების წინაღმდეგ აქციას გამართავს
პარტია "თავისუფალი საქართველო" სამშაბათს,საგარეჯოში, მევახშეების წინაღმდეგ აქციას გამართავს

პარტია "თავისუფალი საქართველო" საგარეჯოში, მევახშეების წინააღმდეგ აქციას მართავს.  ორგანიზატორების თქმით,  აქციაზე ისინი ყველა იმ საკითხს წამოჭრიან, რაც  საზოგადოებას აწუხებს  საბანკო-საკრედიტო სექტორში და  რასთან დაკავშირებითაც სპეკულირებენ სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანეს ამ კრიზისში. 

"ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება საბანკო-საკრედიტო სექტორში არსებულმა უმწვავესმა პრობლემებმა, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირებენ სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანეს ამ კრიზისში. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, დღეს ბრალს სდებენ ქართულ ოცნებას (სრულიად სამართლიანად), რომ მათ არაფერი არ გააკეთეს და უფრო მეტად გააღრმავეს საბანკო კრიზისი, თუმცა არაფერს საუბრობენ იმაზე, რომ ეს საბანკო კრიზისი სწორედ სააკაშვილის მმართველობის წლებში დაიწყო. სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს დამკვიდრდა ტენდენცია, რომ უმაღლეს სახელმწიფო პოსტებს იკავებენ ბანკირები (პრემიერ-მინისტრები: ნოღაიდელი, გურგენიძე, გილაური) და რაც მთავარია, სააკაშვილის მმართველობის წლებში იქნა მიღებული კანონდმებლობა, რომლის მიხედვითაც ბანკებს და მევახშეებს საშუალება მიეცათ სასამართლოს გვერდის ავლით გამარტივებული წესით პირდაპირ დაეწყოთ მოვალეების გამოსახლება საცხოვრებელი ფართებიდან. ერთადერთი პარტია, რომელიც მაშინ ეწინააღმდეგებოდა ამ მავნე კანონმდებლობას იყო „თავისუფალი საქართველო“, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მაშინ ამ ყველაფერს ისინი უწოდებდნენ არა „საბანკო-საკრედიტო კრიზისს“, არამედ „ლიბერალურ-ეკონომიკურ რეფორმებს“. ჩვენ, „თავისუფალი საქართველო“ წლების მანძილზე ყველა სამართლებრივი საშუალებით ვუპირისპირდებოდით როგორც ცალკეულ ბანკებს, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, ასევე კერძო მევხშეებს, ვცდილობდით და ვცდილობთ გადავარჩინოთ გამოსახლებას თითოეული ოჯახი. სამშაბათს, 11:00 საათზე, საგარეჯოში, ლეონიძის ქუჩა N12-ში დაგეგმილია 5 სულიანი ოჯახის გამოსახლება. ურდულაშვილების ოჯახმა სესხად თავის დროზე 5000 აშშ დოლარი, საიდანაც 2000 აშშ დოლარი უკვე დაფარა, ანუ რეალურად დავალიანება შეადგენს 3000 აშშ დოლარს. მოვალე თანახმაა მევახშე - იური გრიგორიანს გადაუხადოს 3000$ დავალიანება სარგებელთან ერთად 15000$-ის ოდენობით, თუმცა ამაზეც წინააღმდეგია და ითხოვს 20000$-ს, ანუ რეალურად არსებული დავალიანების თითქმის 670%-ს. 2 სამწუხაროდ, ჩვენი პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრმა - თეა წულუკიანმა დანიშნა გამოსახლება, ამიტომაც ურდულაშვილების ოჯახის გადარჩენა მხოლოდ საზოგადოების თანადგომითაა შესაძლებელი. მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით საგარეჯოელებს, შევიკრიბოთ 11:00 საათზე, ლეონიძის ქუჩა N12-ში და გადავარჩინოთ ეს ოჯახი მევახშე გრიგორიანის და მინისტრ წულუკიანის ძალადობისაგან. ასევე მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას (განსაკუთრებით, რომლებიც ბევრს სპეკულირებენ ამ თემით), არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომ შემოუერთდნენ აქციას საგარეჯოში".-ნათქვამია პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს განცხადებაში.