სამართალი
ვეფხია ბაქრაძის შვილები: „შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მოკლულის დედამ თავად მიმართა"
ვეფხია ბაქრაძის შვილები: „შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მოკლულის დედამ თავად მიმართა"

ვეფხია ბაქრაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს ყოფილმა ცოლმა თავად მიმართა. ამის შესახებ ვეფხია ბაქრაძის შვილებმა, ლიკა და მარიამ ბაქრაძეებმა, ტელეკომპანია „იმედს" განუცხადეს. 

ოჯახის ინფორმაციით ვეფხია ბაქრაძესა და ნათია გობაძეს,  ბარნოვზე მოკლული გოგოს დედას, ერთმანეთთან ინტენსიური კავშირი ჰქონდათ, თუმცა გობაძე ამ ინფორმაციას მალავდა. მათივე ინფორმაციით ვეფხია ბაქრაძემ ნათია გობაძესთან მკვლელობამდე 10 დღით ადრე იქორწინა.

ბაქრაძის შვილების განცხადებით მათ მამის დანაშაულში ეჭვი არ ეპარებათ, თუმცა მათივე ვარაუდით მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში მოხდა და მომხდარს წინ მათთვის უცნობი ფაქტი უძღვოდა.

შსს-ს ინფორმაციით,  ბაქარაძეს ბრალდება დაუმძიმდა და მას ახლა  109–ე მუხლის 11 პრიმა პუნქტით, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ  განზრახ მკვლელობას  გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს  16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. 

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილის საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დის სახლში  იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.