სამართალი
მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გამართა
მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საქმეზე საგანგებო ბრიფინგს მართავენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის შეძრწუნებულია მკვლელობით და საზოგადოებას კითხვები სრულიად ლეგიტიმურად გაუჩნდა.

2014 წელს ეჭვმიტანილმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავის მეუღლის მიმართ, მაშინ არ დაუკავებიათ და დააკავეს მოგვიანებით ავარიის გამო. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, მაშინ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემიდან მსჯავრდებულის კარგი დახასიათება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითი დასკვნები, თავად მსჯავრდებულის აღიარება და მისი ოჯახის გამოხატული სურვილი, რომ ის გაეთავისუფლებინათ. პრეზეიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით მეტ დეტალს ვერ გაასაჯაროებს.