მსოფლიო   NEWS
სამხედრო ტექნიკით დატვირთული რუსული ხომალდი სირიისკენ მიემგზავრება
სამხედრო ტექნიკით დატვირთული რუსული ხომალდი სირიისკენ მიემგზავრება

რუსეთმა სამხედრო ტექნიკით დატვირთული ხომალდი „ორსკი“ სირიისკენ გაგზავნა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გემი სირიის პორტ ტარტუსში მიემართება, სადაც ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზა აქვს განთავსებული.

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლისას, „ორსკს“ თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური მიაცილებდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდს ასევე სხვა ტექნიკაც გადააქვს, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორი „БТР-80“,  რადიოელექტრონული კომპლექსი „Пелена-6БК2“, სატვირთო მანქანები, ბენზინმზიდები და ჯავშანმანქანები.