საზოგადოება
ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა დღეს იწყება
ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა დღეს იწყება

ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა დღეს იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპლიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მშენებლობას დაახლოებით 5 თვე დასჭირდება და 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება. 

კალაძემ აღნიშნა, რომ ესტაკადაზე ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი მოეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას. 

„რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძების მშენებლობით სატრანსპორტო პრობლემებს და საცობებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, მოგვიწიოს ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება, შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა ან მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი და შესაბამისად, არ მოგვერიდოს გადაწყვეტილებების მიღება",- განაცხადა კალაძემ.