პოლიტიკა
„მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს” - ოთარ კახიძე
„მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს” - ოთარ კახიძე

„მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს” - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს “ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს, როდესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორისა თუ მოძალადის შეწყალებას“, - განაცხადა კახიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა.