Facebook-სტატუსები
„ინგილოელ ქართველებს ხელს არ ვუწყობთ განათლების მიღებაში, ხოლო აზერბაიჯანელებს ყველა პირობას ვუქმნით, ვინაიდან დიდ ფულს იხდიან და რექტორები ჯიბეებს ისქელებენ” - ვაჟა კაკაბაძე
„ინგილოელ ქართველებს ხელს არ ვუწყობთ განათლების მიღებაში, ხოლო აზერბაიჯანელებს ყველა პირობას ვუქმნით, ვინაიდან დიდ ფულს იხდიან და რექტორები ჯიბეებს ისქელებენ” - ვაჟა კაკაბაძე

„ინგილოელ ქართველებს ხელს არ ვუწყობთ განათლების მიღებაში, ხოლო აზერბაიჯანელებს ყველა პირობას ვუქმნით, ვინაიდან დიდ ფულს იხდიან და რექტორები ჯიბეებს ისქელებენ” - ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე ჰერეთში არსებულ მდომარეობაზე საუბრობს.

“როცა საქართველოში შემოღებულ იქნა უცხოელ ახალგაზრდებისათვის შეღავათების დაწესება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ჩარიცხვის და სწავლის შესახებ, მე წინააღმდეგი წავედი, რამეთუ ცოდნის მიღებას, ხელოვნების დაუფლებას არ გააჩნია ეროვნება ეს მისაღწევი უნდა იყოს ცალკეული ადამიანის შესაძლებლობის და სურვილის მიხედვით და ამ გარემოების გაუთვალისწინებლობას მოჰყვა ძალიან ცუდი შედეგი – საქართველო მსოფლიოში თანდათანობით დიპლომის ადვილად მიღების სახელს იმკვიდრებს; ასევე, გაჩნდა ცუდი ტენდეცია აქ ჩამოსული უცხოელი ახალგაზრდები, როცა ნახულობენ, რომ ადვილია საქართველოში დიპლომის აღება, ჩვენს მიმართ პატივისცემა ეკარგებათ. ახლა შევეხოთ უშუალოდ აზერბაიჯანელების საქციელს საინგილოში: მე, დიდ პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს, ას კაციანი დაჯგუფება წამოვიდა ჩვენს დასახმარებლად აფხაზეთის ომის დროს (მინდა აღვნიშნო, რომ დროა ამ ომს დაერქვას რუსეთ – საქართველოს ომი), მაგრამ საინგილოში ცუდათ იქცევიან და ეს სწორედ იმის ბრალია, რომ არ გვაქვს სწორი პოლიტიკა და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სისტემაში, ხელს არ ვუწყობთ განათლების მიღებაში ინგილოელ ქართველებს, სამაგიეროდ აზერბაიჯანელებს ყველა პირობას ვუქმნით ვინაიდან დიდ ფულს იხდიან (ეს სხვა უცხოელ სტუდენტებზეც ვრცელდება) და რექტორები ჯიბეებს ისქელებენ, და რასაკვირველი კარგია იმ მხრივ, რომ საქართველოში უცხოური ვალუტა შემოდის და მყარდება კარგი ურთიერთობა, მაგრამ, რა ვუყოთ ინგილოელ ქართველებს? რა–და ჩვენი კეთილ განწყობის საფასურად იგივე მოვითხოვოთ და ეს უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ აზერბაიჯანელებს პატივს ვცემ, მყავს სტუდენტები (აქაური აზერბაიჯანელები), რომლებსაც ძალიან უყვართ საქართველო, ასევე საქართველოში ცხოვრობენ ისეთი განათლებული აზერბაიჯანელები, რომლებსაც დიდ პატივს სცემენ აზერბაიჯანში გამოიყენეთ ეს ადამიანები საინგილოში ქართველების ყოფის გასაუმჯობესებლად, ეს მე უნდა გიკარნახოთ?” - წერს ვაჟა კაკაბაძე.