პოლიტიკა
„უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და რაც მთავარია, ვერ იქნება მდგრადი” - გიორგი გახარია
„უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და რაც მთავარია, ვერ იქნება მდგრადი” - გიორგი გახარია

„უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და რაც მთავარია, ვერ იქნება მდგრადი” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარია ბიზნესმენებს ხვდება, სადაც მათ რეფორმებს, რომლებიც შსს-ში გატარდა.

მისი თქმით, ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიც არის ტურიზმი, ტრანზიტი, პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოების თემებთან.

„უსაფრთხოების გარეშე ვერანაირი ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება სწრაფი და რაც მთავარია, ვერ იქნება მდგრადი. ჩვენ ეს ყველას კარგად გვესმის. განსაკუთრებით გვესმის, რომ საკმაოდ მწვავე გამოწვევების წინაშე მდგომ რეგიონში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ასევე კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიც არის ტურიზმი, ტრანზიტი, პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების თემებთან, მათ შორის ენერგეტიკა” – განაცხადა გიორგი გახარიამ.