მსოფლიო   NEWS
სომხეთში აქციაზე 59 ადამიანი დააკავეს
სომხეთში აქციაზე 59 ადამიანი დააკავეს

სომხეთში აქციაზე 59 ადამიანი დააკავეს. სომხური მედიის ინფორმაციას, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ. ერევანში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.

სერჟ სარგსიანის კანდიდატურას პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი.

გუშინ ერევანში ბაგრამიანის გამზირზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის დეპუტატმა, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა მავთულხლართების გარღვევა სცადა, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა. სააგენტოს ცნობით, ინციდენტის დროს დაშავდა 46 ადამიანი, მათ შორის, თავად ფაშინიანი. საპროტესტო აქციების მონაწილეების უკვე მეორე დღეა, ერევანში ცენტრალური ქუჩები აქვთ გადაკეტილი.