პოლიტიკა
„როცა ერთად ვხედავთ ვანო ზარდიაშვილსა და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ზურაბ ადეიშვილის „ბედნიერი დრო“, როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ“ - ფიქრია ჩიხრაძე
„როცა ერთად ვხედავთ ვანო ზარდიაშვილსა და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ზურაბ ადეიშვილის „ბედნიერი დრო“, როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ“ - ფიქრია ჩიხრაძე

„როცა ერთად ვხედავთ ვანო ზარდიაშვილსა და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ზურაბ ადეიშვილის „ბედნიერი დრო“, როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ“ - ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინააღმდეგ ორკესტრირებული, ბინძური პიარკამპანია ააგორეს და „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ერთნაირი ლექსიკით და სულისკვეთებით აკრიტიკებს პრეზიდენტს, რაც ძალიან მძიმე შემთხვევაა.

„მე მესმის, როდესაც ვანო ზარდიაშივილი იფშვნეტს ხელებს და ბედნიერია იმით, რომ მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, მიეცა შესაძლებლობა, პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს.

სამწუხაროდ, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმაში ლაპარაკობს ამ კუთხით, ეს ძალიან დასანანია და როდესაც ერთად ვხედავ ვანო ზარდიაშვილს და ოთო კახიძეს, არ შეიძლება, არ გამახსენდეს ზურაბ ადეიშვილის „ბედნიერი დრო“, როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ და როგორც ჩანს, დღესაც მშვენივრად თანამშრომლობენ ასეთ საკითხებში. საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება და წარმართვა პრაქტიკულად, ყოველდღიურად.

რასაკვირველია, ამ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია, ამაზე საუბრობენ. ჩვენ, არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველი შეაფასებს“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.