პოლიტიკა
“მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ - ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია?”-გიორგი მარგველაშვილი
“მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ - ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია?”-გიორგი მარგველაშვილი

“მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ - ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი?”- საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „აჭარის ტელევიზიით“ მის მიმართ აგორებულ შავ პიარზე საუბრობს.

“ეს არის შავი პროპაგანდა, რადგან ის ტექსტები, რა ტექსტებსაც ვისმენთ, ასაკიან ადამიანებს გვახსოვს „ენკავედეს“ ტერმინოლოგიიდან. ვისმენთ, მავნებელი პრეზიდენტი ძირს უთხრის უსაფრთხოებასო და ა.შ. მე არ ვიცი ვინ წერდა ამ ტექსტებს, პირდაპირ „ენკავედეს“ ნარჩენი პრესსამსახური იყო, თუ ვინმე სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი ტექსტები ისმოდა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ტრაგედიიდან ერთი კვირის ფარგლებში გაცხადდა, რომ საჭიროა ძალადობაზე ნულოვანი ტოლერანტობა.

„ნულოვანი ტოლერატობა იყო ის, რასაც ვაკრიტიკებდით წინა ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური ფიგურები ხელახლა დაიწყებდნენ  ამაზე საუბარს, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრობლემა სამართალდამცავ სტრუქტურებშია, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებას სათანადო დონეზე ვერ იცავს.

 “მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ. ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი და შეწყალების კომისია, რომელსაც ორი წლის წინ რაღაც უნდა განეჭვრიტა?  ეს ტრაგედია ხვალ აღარ განმეორდება? დაცულია ქალბატონი, რომელიც იგივე პოლიციის განყოფილებაში მივა? ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ტრაგედია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.