პოლიტიკა
“სოლიდარობა სომეხ ხალხს!” - დავით ზურაბიშვილი
“სოლიდარობა სომეხ ხალხს!” - დავით ზურაბიშვილი

„რაც დღეს სომხეთში ხდება, ის კარგია”- რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ზურაბიშვილი სომეხ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„მასობრივი გამოსვლები რეჟიმის წინააღმდეგ, როდესაც ასეულ ათასობით განსხვავებული შეხედულებებისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანი ერთიანდება არსებული ხელისუფლების წასვლის მოთხოვნით

ა) არასდროს არ არის რაღაც ქვენა გრძნობებით, პროვოკაციებით, პრივილეგიების დაკარგვით, პირადი წყენებით თუ ქრთამით მოტივირებული, არამედ ამის მიზეზი ყოველთვის არის რეალურად არსებული გადაუჭრელი პრობლემები, რომელიც ყოველთვის არის ხელისუფლების ბრალი.

ბ) ასეთი გამოსვლების შედეგად ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ყოველთვის ჯობია მმართველმა ძალამ დათმოს და წავიდეს კომპრომისზე, ვიდრე სხვადასხვაგვარი მანიპულაციებით მოახერხოს კრიზისის გადაგორება, რადგან არსებული უკმაყოფილება არსად ქრება და რაღაც პერიოდის შემდეგ მეტი სიმძლავრით და მეტი ნეგატიური მუხტით ისევ უკან გადმოგორდება.

გ) მიუხედავად იმისა, რომ ყოველი გამარჯვებული სახალხო რევოლუციის (სამხედრო გადატრიალებაში არ აგერიოთ. დ, ზ.) შედეგი არასდროს არაა იდეალური და როგორც წესი იმედგაცრუებით მთავრდება, ის მაინც ახალი შანსია, მაინც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ცხოვრებაში და თუ ვინმე ახალი დიქტატორი არ მოვიდა და ძალაუფლების უზურპაცია არ მოახდინა, რევოლუცის შემდგომი რეალობა ყოველთვის ჯობია ხოლმე რევოლუციამდელს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რაც დღეს სომხეთში ხდება, ის კარგია.

კარგია სომხეთისთვისაც, საქართველოსთვისაც, აზერბაიჯანისთვისაც, დასავლეთისთვისაც და აღმოსავლეთისთვისაც. ერთი რუსეთისთვის არაა მთლად სასიამოვნო, მაგრამ მეტი არა ჩემი მტერი, მე მაგაზე არ ვიდარდო. :)

სოლიდარობა სომეხ ხალხს!

"ჰაიასტან ჰუპ ტურ!"- წერს დავით ზურაბიშვილი.