Facebook-სტატუსები
„მინდა მივულოცო ჩემს დებსა და ძმებს სომხეთში, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით” - მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართავს
„მინდა მივულოცო ჩემს დებსა და ძმებს სომხეთში, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით” - მიხეილ სააკაშვილი სომხეთის მოსახლეობას მიმართავს

„მინდა მივულოცო ჩემს დებსა და ძმებს სომხეთში, ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით” - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სომხეთის პრემიერმინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომას გამოეხმაურა. 

„მინდა მივმართო ჩემს დებსა და ძმებს სომხეთში. მინდა მოგილოცოთ. დღეს თქვენ იმის ყველა საფუძველი გაქვთ, რომ თქვენი თავით იამაყოთ, იამაყოთ იმით, რომ სომხები ხართ, რომ ამაყი ხალხი ხართ, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ მას აქვს ღირსება, რომ სურს ნორმალური ცხოვრება. ეს არის კორუფციისგან თავისუფალი ცხოვრება, როდესაც სხვები არ გკარნახობენ თუ როგორ მოაწყოთ თქვენი ცხოვრება, როდესაც პირთა ერთი ჯგუფი ყველაფერს არ იტაცებს და ხალხს არაფერს უტოვებს. მე დღეს დავრწმუნდი, რომ სომხეთს დიდი მომავალი აქვს. მხარს გიჭერთ. ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.