სამართალი
„გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი” - დოდო აფრასიძე
„გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი” - დოდო აფრასიძე

„გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი” - ამის შესახებ დოდო აფრასიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში მაშინ განაცხადა, როდესაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გია ბარამიძე სტუმრობდა.

„სიმართლე არის ის, რომ გია ბარამიძე არის მკვლელი, სისხლისმსმელი და ყაჩაღი. თუ რამეს როშავს, ყველაფერი არის თვითონ. რცხვენოდეს მას, ასეთ ტყუილებს რომ ლაპარაკობს. ვინ დაგვიყაჩაღებია, საერთოდ სვანეთში არ იყვნენ ჩემი ბიჭები ლტოლვილებს ჩემი მეუღლე რომ ეხმარებოდა. ჩავიდნენ და ნახონ, ჰკითხონ ხალხს, რამე ცუდი თუ გაგვიკეთებია ვინმესთვის. რას ლაპარაკობს, თვითონ არ იცის ამ არაადამიანმა. კუბდარების საჭმელად მოდიოდა იქ“ - განაცხადა დოდო აფრასიძემ სატელეფონო ჩართვისას. 

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სვანეთი გათავისუფლდა და აყვავდა, რადგან მათ მოსახლეობა დატერორებული ჰყავდათ და ადამიანებს აფრასიძეების ნებართვის გარეშე სვანეთში სტუმარიც კი ვერ აჰყავდათ.