მსოფლიო   NEWS
პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს მესამე შვილი შეეძინათ
პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს მესამე შვილი შეეძინათ

პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს მესამე შვილი შეეძინათ. ქეითმა ახალშობილ პრინცთან და მეუღლესთან ერთად წმინდა მარიამის სახელობის სამშობიარო უკვე დატოვა. უილიამი მეუღლის მშობიარობას თავადაც ესწრებოდა. ამავე სამშობიაროში გაჩნდა წყვილის პირველი ორი შვილიც.

ახალშობილი პრინცი ტახტის რიგში მეხუთეა. ის უილიამისა და ქეითის მესამე შვილი დედოფლის მეექვსე შვილთაშვილია. მისი სახელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.