მსოფლიო   NEWS
ტორონტოში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
ტორონტოში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

კანადაში, ტორონტოში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. „სიენენის“ ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა.

ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის, მარკ სონდერსის განცხადებით, ეჭვმიტანილი მძღოლი 25 წლის ალეკ მინასიანია, ონტარიოდან. ის შემთხვევიდან 30 წუთის შემდეგ დააკავეს, მანქანა მას ნაქირავები ჰქონდა.

წინასწარი გამოძიების მიხედვით, მინასიანმა დანაშაული განგებ ჩაიდინა.