პოლიტიკა
„პარლამენტმა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა“ - ზვიად ტომარაძე
„პარლამენტმა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა“ - ზვიად ტომარაძე

„პარლამენტმა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა“ - ამის შესახებ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორი, კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე წერს.

„პარლამენტმა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა!

ახლა დავბრუნდი პარლამენტიდან, დღეს "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში" განიხილებოდა ჩემს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა", რომელიც პარლამენტში ემზარ კვიციანმა წარადგინა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს (პრინციპს). დღეს შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ისევე როგორც "მოქალაქეობის საკითხების კანონპროექტთან დაკავშირებით", ამჯერადაც, უახლოეს დღეებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე და მალე "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ქმედება გახდება!“ - წერს ზვიად ტომარაძე.