სამართალი
თბილისში, 24-ე სკოლასთან მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცავები სკოლის დირექტორს ხვდებიან
თბილისში, 24-ე სკოლასთან მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცავები სკოლის დირექტორს ხვდებიან

თბილისში, 24-ე სკოლასთან მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცავები სკოლის დირექტორს გიორგი კაკაბაძეს ხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლასთან სამი არასრულწლოვანი თამბაქოს ეწეოდა, რის გამოც მათ გამვლელმა შენიშვნა მისცა. აღნიშნულს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნებს დაზიანებები არ მიუღიათ, მსუბუქად დაშავდა ინციდენტში მონაწილე მამაკაცი.

შსს-ს ცნობით, ამ წუთებში ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.