პოლიტიკა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით ბიზნესომბუდსმენი რეგიონებში ბიზნესს შეხვდება
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით ბიზნესომბუდსმენი რეგიონებში ბიზნესს შეხვდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნესომბუდსმენი რეგიონებში ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს გეგმავენ. ღონისძიებები საინფორმაციო ხასიათის იქნება. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის შესახებაც დღეს ბიზნესომბუდსმენსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანი მხარეებს შორის თანამშრობლობის გაღრმავება და პალატის წარმომადგენლების დახმარებით რეგიონებში მოქმედ ბიზნეს- სუბიექტებსა და ბიზნესომბუდსმენს შორის აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობაა.

მემორანდუმს, რომელიც დღეს გაფორმდა ხელი ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა მოაწერეს. დოკუმენტი პალატის წევრ კომპანიებსა და ბიზნესომბუდსმენს შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმი იქნება.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ლექვინაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ბიზნესთან პირველი შეხვედრა სწორედ პალატის ხელშეწყობით გამართა, რომელსაც პალატის წევრი 100-მდე კომპანია ესწრებოდა.