სამართალი
30 წლიანი პატიმრობა არჩადენილი დანაშაულისთვის? - ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება
30 წლიანი პატიმრობა არჩადენილი დანაშაულისთვის? - ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება

პატიმარ ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ სამ საათზე კოსტავას ეზოში (რუსთაველის მეტროს თავზე) აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას როგორც რიგითი მოქალაქეები ისე ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების წევრებიც მიიღებენ.

აქციის ორგანიზატორის, მზისო ნავრიზაშვილის განცხადებით, დოკვაძე საქართველოს უკანასკნელი სამი ხელისუფლების მიერ იდევნებოდა.  

 „ირაკლი დოკვაძეს ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებამ, პეტრე გელბახიანთან ერთად, გამსახურდიას მხარდაჭერისთვის სიკვდილი მიუსაჯა. საბედნიეროდ, საზოგადოების ზეწოლით, სასჯელის გადაკვალიფიცირება მოხდა, 2003 წელს კი ბრალდება მოუხსნეს და გაათავისუფლეს. შემდეგ  სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნაციონალებმა ელიზა გულიაშვილზე გახმაურებული თავდასხმის გამო,  იგი მკვლელობის მცდელობის ცრუ ბრალდებით დააკავეს“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა მზისა ნავრიზაშვიმა.

მისივე თქმით, დაზარალებულის ადვოკატი და ოჯახის წევრებიც ირაკლის მომხდარში მონაწილეობას უარყოფდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა,  ირაკლი დოკვაძეს 30-წლიანი პატიმრობა მაინც მიუსაჯეს, საიდანაც 9 წელი უკვე მოიხადა.