პოლიტიკა
საქართველოს ელჩმა უფსალას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა
საქართველოს ელჩმა უფსალას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

შვედეთში, უფსალას უნივერისტეტში,  საქართველოს ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. ღონისძიება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავის აღსანიშნავი იუბილეს ფარგლებში, უფსალას უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის ფორუმთან „Pax et Bellum“ თანამშრომლობით გაიმართა.

ლექციის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კონფლიქტების ისტორიულ და პოლიტიკურ მიზეზებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ უფსალას უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის დეპარტამენტი მშვიდობის კვლევის საკითხებში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია.