პოლიტიკა
„დღეს უმრავლესობის წევრი ვარ “ - გედევან ფოფხაძე
„დღეს უმრავლესობის წევრი ვარ “ - გედევან ფოფხაძე

„დღეს უმრავლესობის წევრი ვარ “ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლიტიკურ გეგმებზე უმრავლესობის სხდომის ჩატარების შემდეგ ისაუბრებს.

„დღეს ვარ უმრავლესობის წევრი. უმრავლესობის სხდომა ბევრ რამეს გადაწყვეტს. როცა ვთქვი, რომ მიუღებელია იმ უმრავლესობაში ყოფნა, რომელიც ჩემს ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც გავაპროტესტე, იმ საკითხზე უმრავლესობის პოზიცია ცალსახაა: მათ ნინია კაკაბაძის არჩევა თავიანთ გადაწყვეტილებად არ მიაჩნიათ. ვისაც არ მიუცია ხმა, იმათთან რა მაქვს საჩხუბარი და ვინც ხმა მისცა, იმ ხალხის უმრავლესობაც არ მისცემდა ხმას, რეალური განხილვა რომ ყოფილიყო. უფრო მეტად ის გავაპროტესტე, რომ ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.