პოლიტიკა
„რატომ გრნობდა რიგითი ქართველი თავს იმდენად დაჩაგრულად საკუთარ სამშობლოში, რომ ქართული სტუმართმოყვარეობის ლეგენდარული ტრადიციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა”- ზვიად ავალიანი
„რატომ გრნობდა რიგითი ქართველი თავს იმდენად დაჩაგრულად საკუთარ სამშობლოში, რომ ქართული სტუმართმოყვარეობის ლეგენდარული ტრადიციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა”- ზვიად ავალიანი

„როცა ამა თუ იმ ერის უმრავლესობაში ჩნდებოდა ასეთი განცდები, ამას ყოველთვის და ყველგან ავტომატურად მოყვებოდა „უცხოს“ მიმართ ნეგატიური ტალღა“- ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ზვიად ავალიანი საქართველოში არსებულ ქსენოფობიის პრობლემას აფასებს.

“სინამდვილეში საკითხავი ის კი არ არის არსებობს თუ არა ქსენოფობიის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში, არამედ საკითხავი ისაა, რა აძლიერებს ასეთ განწყობებს და ზოგადად აგრესიას „უცხო ფენომენის“ მიმართ.

თუ ისტორიას გადავხედავთ, „უცხოს“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ყოველთვის და ყველგან ძლიერდებოდა მაშინ, როცა კონკრეტული ერის წარმომადგენელთა უმრავლესობას ქონდა დაუცველობის, დაჩაგრულობის, დამოკიდებულების, დამცირებულობის, შეურაცხყოფის, იდენტობის კარგვისა და ეროვნული განადგურების საფრთხის განცდა.

როცა ამა თუ იმ ერის უმრავლესობაში ჩნდებოდა ასეთი განცდები, ამას ყოველთვის და ყველგან ავტომატურად მოყვებოდა „უცხოს“ მიმართ ნეგატიური ტალღა.

აქედან გამომდინარე მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ დღეს უნდა დავსვათ არის ის, თუ რატომ გრნობდა ათწლეულების მანძილზე რიგითი ქართველი თავს იმდენად დაუცველად და დაჩაგრულად საკუთარ სამშობლოში, რომ ჩვენს საუკუნეში ქართული სტუმართმოყვარეობის ლეგენდარული ტრადიციაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.”- აცხადებს ზვიად ავალიანი.