Facebook-სტატუსები
„გაეროს უშიშროების საბჭომ თუ არ შემოიღო ლიმიტები უცხოტომელებთან ქორწინებაზე, დამრღვევების მიმართ უმკაცრესი სანქციებით, სერიოზული საფრთხის წინაშეა ადამის მოდგმა”-დავით ზურაბიშვილი
„გაეროს უშიშროების საბჭომ თუ არ შემოიღო ლიმიტები უცხოტომელებთან ქორწინებაზე, დამრღვევების მიმართ უმკაცრესი სანქციებით, სერიოზული საფრთხის წინაშეა ადამის მოდგმა”-დავით ზურაბიშვილი

“ძალიან მაგარი კითხვა ისმის ხოლმე ქართულ ჯიშსა და გენზე მზრუნველთაგან: ადამიანს ვინ შეუყვარდება რასაკვირველია, მისი საქმეა, მაგრამ ყველა ქართველი ქალი რომ ზანგს გაჰყვეს, რა გვეშველება? ასე ხომ გადავშენდებით?“ - რესპუბლიკური პარტიის წევრი,  დავით ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში უცხოელების მიმართ გამოხატულ აგრესიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„და ყველა ფრანგი რომ არაბს გაჰყვეს, ყველა არაბი ებრაელს, ყველა ებრაელი ირანელს, ყველა ირანელი ეთიოპიელს, ყველა ეთიოპიელი შვედს, ყველა შვედი ვიეტნამელს, ყველა ვიეტნამელი ამერიკელს, ყველა ამერიკელი მექსიკელს, ყველა მექსიკელი იაპონელს, ყველა იაპონელი პაპუასს, ყველა პაპუასი რუსს, ყველა რუსი ჩინელს, ყველა ჩინელი ინგლისელს, ყველა ინგლისელი ინდოელს და თან კიდევ ყველა ინდოელმა რომ თბილისში ისწავლოს სამედიცინოზე, მაშინ რაღა გვეშველება? რა ეშველება სრულიად კაცობრიობას?

მოკლედ, გაეროს უშიშროების საბჭომ თუ არ შემოიღო ლიმიტები უცხოტომელებთან ქორწინებაზე, დამრღვევების მიმართ უმკაცრესი სანქციებით, სერიოზული საფრთხის წინაშეა ადამის მოდგმა.

ისე, არაა ცუდი იდეა დისტოპიური სიუჟეტისთვის.”- წერს დავით ზურაბიშვილი.