მსოფლიო   NEWS
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე ისევ შეიკრიბნენ

ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე მივიდა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანიც.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

ფაშინიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხმა უნდა აირჩიოს და იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელ არჩევნებს მმართველი პარტია ჩაატარებს, საარჩევნო უბნების პარალიზება მოხდება.

სომხეთის ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან კარენ კარაპეტიანთან, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, არ შედგება.