საზოგადოება
"ქართული მედია ავადაა... გააგრძელეთ გაბუნიას, ნინია კაკაბაძის გზა უფალთან დაკავშირებით და ჯოჯოხეთის ბილეთებს გაინაღდებთ ჩარტერული რეისით"-ნიკოლოზ მჟავანაძე
"ქართული მედია ავადაა... გააგრძელეთ გაბუნიას, ნინია კაკაბაძის გზა უფალთან დაკავშირებით და ჯოჯოხეთის ბილეთებს გაინაღდებთ ჩარტერული რეისით"-ნიკოლოზ მჟავანაძე

"ქართული მედია კი რომ ავადაა აქედანაც ჩანს. გააგრძელეთ გაბუნიას, ნინია კაკაბაძის გზა უფალთან დაკავშირებით და ჯოჯოხეთის ბილეთებს გაინაღდებთ ჩარტერული რეისით",-უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ტვ “პირველის” ეთერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

ნამდვილად არ მეგონა თუკი ის უხამსი კითხვა, რომელიც შავკანიანმა სტუმარმა დასვა ვახო სანაიას გადაცემაში ქრისტესთან დაკავშირებით გახდებოდა ასეთი მასხარაობის და ზოგიერთი ვითომ სერიოზული მედიის განსჯის საგანი. ზოგმა ისიც დაწერა ჩამჭრელი კითხვა დაუსვეს მჟავანაძეს და მან პასუხი ვერ გასცაო. რაც ამ ბატონს ვუთხარი სტუდიაში იმას ვიტყვი ახლაც ,,ეს რა კითხვაა საერთოდ''. ღმერთი ნათელია და უხილავი და სახარებაშიც ასე წერია. საკითხის ასე დასმა კი მკრეხელობა, ამიტომ არ შევედი დიკუსიაში ამ სისულელეზე.
ქართული მედია კი რომ ავადაა აქედანაც ჩანს. გააგრძელეთ გაბუნიას, ნინია კაკაბაძის გზა უფალთან დაკავშირებით და ჯოჯოხეთის ბილეთებს გაინაღდებთ ჩარტერული რეისით.
გაიგეთ ეხლა თუ ვერა სოდომისტებო. თუ კიდევ უნდა გავაკეთო კომენტარი ზოგიერთის უხამსობაზე,"-წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.