პოლიტიკა
“ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა, მას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს“ - ნიკა გვარამია
“ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა, მას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს“ - ნიკა გვარამია

„კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს და არა ზედ ჩამომხრჩვალი კონწიალობს”- რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ეხმაურება.

„ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა. აი ასე, მარტო მტრის ბუნაგში შევიდა და უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა. სიცოცხლის რისკის ფასად. არ იზამდა და იქნებოდა დღეს ბადროკრატია საქართველოში. და გამოიცანით პირველივე ხეზე ვის ჩამოახრჩობდა პატარკაციშვილი - ბიძინა ივანიშვილს! და ეს მშვენივრად იცოდა ივანიშვილმა და ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა ბადრის ლამის დახვრეტას და იმედის მიწასთან მოსწორებას (იმედია, არ იკითხავთ, მე საიდან ვიცი). ასე რომ, კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს და არა ზედ ჩამომხრჩვალი კონწიალობს.

ესაა ჩემი კომენტარი.“- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ,რ ომ 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, ჩატარებული გამოძიების შედეგად,  საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით,  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.