საზოგადოება
"ფულზე გაყიდული მედია და არასამთავრობო სექტორი უდიდესი საფრთხეა ქართული ეთნოსისთვის"-არჩილ დოლიძე
"ფულზე გაყიდული მედია და არასამთავრობო სექტორი უდიდესი საფრთხეა ქართული ეთნოსისთვის"-არჩილ დოლიძე

"ქართველი ჟურნალისტების უმეტესობა მეჩვენება, რომ ერთმანეთს ქართველთმოძულეობაში ეჯიბრება,"-"ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის" ვიცე-პრეზიდენტი არჩილ დოლიძე ტვ “პირველის” ეთერში ჟურნალისტ გიორგი სანაიასა და უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და სოციალიურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ქართველი ჟურნალისტების უმეტესობა მეჩვენება, რომ ერთმანეთს ქართველთმოძულეობაში ეჯიბრება.
ფულზე გაყიდული მედია და არასამთავრობო სექტორი უდიდესი საფრთხეა ქართული ეთნოსის თვითმყოფადობისთვის. ეს პატარა მაჯლაჯუნები ვერც კი ხვდებიან როგორ თვითნებურად ხდებიან ანტიქრისტეს ჯარისკაცები.
მივმართავ მედია საშუალებების დამფუძნებლებს და მართველ მენეჯმენტს‼️
ბატონებო,
აბსოლუტურად გასაგებია, რომ ყოველი სკანდალური გადაცემა არის საუკეთესო საშუალება არხის რეიტინგის ზრდისთვის, მაგრამ მერწმუნეთ თქვენთვის ,თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი საერთო სამშობლოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობებია,"-წერს არჩილ დოლიძე.