პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვაში ჩასართავად მზად ვარ
ირაკლი კობახიძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვაში ჩასართავად მზად ვარ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მზადაა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაში ჩაერთოს. 

„ამ საკითხის, პირველ რიგში, შესაბამისი კომიტეტი განიხილავს და მეც მზად ვარ, რა თქმა უნდა, ჩავერთო განხილვებში და ჩემი წვლილი შევიტანო ამ მსჯელობაში. საბოლოო ჯამში, კომიტეტი მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შემდგომ, პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ. მთავარია კარგად დამუშავდეს ეს საკითხი და ამის საფუძველზე ჩავერთვები ამ დისკუსიებში" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.