სამართალი
სალომე ტატიშვილის საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა
სალომე ტატიშვილის საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სალომე ტატიშვილის საქმეზე სამოქალაქო სასამართლოს მიერ  გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და ბრალდებული გიორგი ტატიშვილი დამნაშავედ სცნო. 

სალომე ტატიშვილს გუდაურში სრიალისას, 2016 წლის 10 იანვარს, 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი ზურგიდან შეეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა. 

2017 წლის 29 დეკემბერს სამოქალაქო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა, თუმცა პროკურატურამ გამოტანილი განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება და ტატიშვილის ოჯახის წევრები გიორგი ლიპარტელიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 116-ე მუხლის პირველი ნაწილით ითხოვდნენ, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებული დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. ამჟამად ის ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სასწავლებლად იმყოფება.