საზოგადოება
"ნებისმიერმა ქრისტიანულად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანმა უარი თქვას ყველა იმ ტელევიზიასა და თოქ-შოუში მიწვევაზე რომლებიც ლიბერალური ფასეულობების მედროშენი არიან"-გიორგი კბილცეცხლაშვილი
"ნებისმიერმა ქრისტიანულად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანმა უარი თქვას ყველა იმ ტელევიზიასა და თოქ-შოუში მიწვევაზე რომლებიც ლიბერალური ფასეულობების მედროშენი არიან"-გიორგი კბილცეცხლაშვილი

"გამოვდივარ ინიციატივით, რომ ნებისმიერმა ქრისტიანულად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანმა უარი თქვას ყველა იმ ტელევიზიასა და თოქ-შოუში მიწვევაზე, რომლებიც ლიბერალური ფასეულობების მედროშენი არიან. დავტოვოთ მარტო ლიბერალები. მერწმუნეთ, არაფერი დაგვაკლდება ამით. პირიქით, ეს იქნება უდიდესი დარტყმა მათ ავტორიტეტზე,-"ქართული იდეის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი გიორგი კბილცეცხლაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

გამოვდივარ ინიციატივით, რომ ნებისმიერმა ქრისტიანულად და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანმა (იქნება ეს პოლიტიკოსი, საზ. მოღვაწე, თუ უბრალო მოქალაქე) უარი თქვას ყველა იმ ტელევიზიასა და თოქ-შოუში მიწვევაზე, რომლებიც ლიბერალური ფასეულობების მედროშენი არიან. დავტოვოთ მარტო ლიბერალები. მერწმუნეთ, არაფერი დაგვაკლდება ამით. პირიქით, ეს იქნება უდიდესი დარტყმა მათ ავტორიტეტზე.

ისინი თავიანთ გადაცემებში ყოველთვის აბსოლუტურ უმცირესობაში აქცევენ ეროვნულად განწყობილ ადამიანებს და ქმნიან იმის ილ...უზიას, რომ ჭეშმარიტად ნორმალური, სამშობლოსმოყვარე ხალხი ძალიან ცოტაა. ისინი „უმრავლესობის ეფექტის“ მეშვეობით ცდილობენ მათ საწინააღმდეგო აზრზე მყოფ ტელემაყურებლებში აღძრან ცრუ წარმოდგენა - რომ თითქოს ისინი ძალიან ცოტანი არიან და თუ სასწრაფოდ არ შეიცვლიან ღირებულებებს ქვეყნის დასაცინები გახდებიან.

მათ გადაცემებს მაშინ აქვს ძალა, როცა სამიზნე ყავთ. რაც არ უნდა ძლიერი ორატორი იყო, ტელესივრცეში თუ უმცირესობაში ხარ, ყოველთვის წაგებული გამოდიხარ, თუნდაც შენი მოწინააღმდეგეების უმრავლესობა ენაბრგვილი იყოს. ე. წ "სამიზნის" გარეშე კი მათი შხამიანი ისრები მიზანს ვერ მიაღწევენ და მათი გადაცემის ეფექტურობა ნულს გაუტოლდება.

ნუ მივცემთ მათ ამ უპირატესობას, სანამ არ გაჩნდება მართლა ობიექტური და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, ნამდვილად პროფესიონალი ჟურნალისტებით დაკომპლექტებული და ფინანსურად ლიბერალურ მედიაზე არანაკლებ უზრუნველყოფილი ტელევიზია.

უბრალოდ ყველამ, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველო ყოველთვის უნდა იყოს ქართული ეთნიკური დომინაციის მქონე მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავაზიანი (და თუ საჭირო გახდა არათავაზიანი) უარით გავისტუმროთ ლიბერალური ტელევიზიები და არ წამოვეგოთ მათ სატყუარაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური შედეგი მოყვება ამას,:-წერს გიორგი კბილცეცხლაშვილი.