პოლიტიკა
მაისში თბილისი ევროპარლამენტარებს უმასპინძლებს
მაისში  თბილისი ევროპარლამენტარებს უმასპინძლებს

მაისში საქართველოს ევროპარლამენტარები ეწვევიან. 

თბილისში დაგეგმილია ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომა. დეპუტატები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარებაზე და გამოწვევებზე იმსჯელებენ.

უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომის გარდა, მაისში თბილისი უმასპინძლებს ევროპარლამენტში “საქართველოს მეგობართა ჯგუფის” შეხვედრას.

ევროპარლამენტარები ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევიან. ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის პირველი შეხვედრა 2017 წლის ივლისში სტრასბურგში გაიმართა.

პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ “საქართველოს მეგობართა ჯგუფი” არის საქართველოს ძლიერი ხმა საკანონმდებლო ორგანოში.