საზოგადოება
„ის შავკანიანი სიძე, რომელმაც ქართველი გოგო შეირთო ცოლად, პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანია"
„ის შავკანიანი სიძე, რომელმაც ქართველი გოგო შეირთო ცოლად, პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანია"

„ის შავკანიანი სიძე, რომელმაც ქართველი გოგო შეირთო ცოლად პატრიარქი ნათლული და სტიქაროსანი ყოფილა" - აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი ვატო გელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა  ქართველი პატარძალისა და აფრიკელი სიძის ქორწილის ფოტო. აღნიშნულს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ვატო გელაშვილის თქმით, ფერადკანიანი მამაკაცი საქართველოს პატრიარქის ნათლულია და წყვილიც მართლმადიდებლური წესით დაქორწინდა. 

„ის შავკანიანი სიძე, რომელმაც ქართველი გოგო შეირთო ცოლად, პატრიარქის ნათლული და სტიქაროსანი ყოფილა.ახლა მაინტერესებს ის ენატარტალა გარყვნილები სად არიან, ქართველობას რომ იცავენ და გადავშენდითო რომ წინასწარმეტყველებდნენ. მე რომ მომენათლა რას მიზამდნენ ხომ წარმოგიდგენიათ ? ჰეეე გიცდით ახლა, როდის ამოიღებთ ხმას და როდის გალანძღავთ პატრიარქსა და იმ მამაოს, ვინც ჯვარი დაწერა." - წერს ვატო გელაშვილი.