ეკონომიკა
საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა
საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა

საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დღეიდან ქუთაისი-მესტიის ფრენის ღირებულება 10 ლარით იზრდება და 50 ლარი ხდება (ერთი გზა). 

ნატახტარი-მესტიის ფრენის ღირებულება 25 ლარით იმატებს და 90 ლარი ხდება (ერთი გზა). 35 ლარით იზრდება თბილისი-ბათუმის ფრენის ღირებულება და 125 ლარი ხდება (ერთი გზა).

ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულების ფასი (50 ლარი) კი უცვლელია.

შიდა ფრენებს ავიაკომპანია „აკ-ეარი“ ახორციელებს.