Facebook-სტატუსები
„ყველამ იცის, როგორ გამოჰყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში, ეს ხელისუფლება კი მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
„ყველამ იცის, როგორ გამოჰყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში, ეს ხელისუფლება კი მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი მეუღლის, ერეკლე კოდუას სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემას ეხმიანება.

„იმედში ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოჰყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში. შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.

რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის , ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ
გაგახსენათ და სხვებივით რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.

მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს.

ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.