სამართალი
საოკუპაციო ხაზთან 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქვეშის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა აღნიშნული სოფლის მცხოვრები 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს. ის პირუტყვს მწყემსავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. მოქმედებს ცხელი ხაზი.