პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს
„ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს

„ქართულ ოცნებას“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.