პოლიტიკა
„ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებს“ - გედევან ფოფხაძე
„ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებს“ - გედევან ფოფხაძე

„ბიძინა ივანიშვილი ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებს“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ყოფილი პრემიერმინისტრის პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო.

„ეს გადაწყვეტილება არის სწორი. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენს წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს იმ ავტორიტეტის სახით, რაც მას გააჩნია, შეუძლია ქართულ პოლიტიკას შესძინოს, ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.