პოლიტიკა
„ბიძინა ივანიშვილი სათავეში პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება“ - ირაკლი კობახიძე
„ბიძინა ივანიშვილი სათავეში პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება“ - ირაკლი კობახიძე

„ბიძინა ივანიშვილი სათავეში პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ის შესაბამისი ფორმალური პროცედურების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. ჩვენ ძალიან ხშირად, მათ შორის პარტიულ კონფერენციებზე ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭიროა, შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია. საჭიროა, ჩვენი პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას განსაკუთრებული ძალისხმევა და რესურსი სჭირდება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. ის ჩვენს პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას ჩაუდგება სათავეში. ეს გადაწყვეტილება ვერავითარ და არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.