Facebook-სტატუსები
„ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა" ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისზე მიანიშნებს” - ოთარ კახიძე
„ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა" ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისზე მიანიშნებს” - ოთარ კახიძე

„ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლა" ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისზე მიანიშნებს” – „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება.

„ბიძინას "მეორედ მოსვლა" ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისზე მიანიშნებს.

ივანიშვილი ისედაც იყო ქართული ოცნების არაფორმალური ლიდერი, რომელიც იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

ყოველდღიური მენეჯმენტი მიბარებული ჰქონდა საკუთარი თანაშემწეებისთვის, რომლებსაც აშკარად არ ეყოთ არც კომპეტენცია და არც პოლიტიკური წონა, ემართათ ქვეყანა და პარტიული პროცესი.

ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება ქართული ოცნების თავმჯდომარედ, ადასტურებს:

- აშკარა კრიზისს მმართველ პარტიაში, რაც ისედაც თვალსაჩინო იყო ბოლო ხანებში;

- ოცნების ზრდად არაპოპულარულობას ხალხში - მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

P.S. გიგი უგულავამ უფრო მოკლედ დაწერა - "დაცხა და ფაროსანა გამოვიდა გარეთ" - წერს ოთარ კახიძე.