პოლიტიკა
გამწვანება ძველი ავტოფარეხების ადგილას - კალაძის ინიციატივას მოხალისეები გამოუჩნდა
გამწვანება ძველი ავტოფარეხების ადგილას - კალაძის ინიციატივას მოხალისეები გამოუჩნდა

თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გუშინ გაკეთებულ ინიციატივას დღეს მოსახლეობის ნაწილი უკვე გამოეხმაურა. 

კალაძემ კორპუსებთან მდგარი ძველი ავტოფარეხების მესაკუთრეებს მიმართა, რომ თუკი ისინი ნებაყოფლობით დემონტაჟს გააკეთებდნენ, მერია იმ ადგილას სკვერის მოწყობას უზრუნველყოფდა. 

დღეს წერეთლის 93 ნომერში მესაკუთრეების ნებართვით 5 ავტოფარეხის დემონტაჟი უკვე განხორციელდა და მალე მათ ადგილას პარკი მოეწყობა. ანალოგიურ სურვილს დედაქალაქის სხვა უბანში მცხოვრებლებიც გამოთქვამენ.