პოლიტიკა
„ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება პოზიტიური იმპულსია“ - მამუკა მდინარაძე
„ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება პოზიტიური იმპულსია“ - მამუკა მდინარაძე

„ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება პოზიტიური იმპულსია“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება პარტიის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მოხდა.

„ძალიან დიდი ხანია, რაც ამაზე მიდის საუბარი და ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დათანხმდა ამ წინადადებას. არჩევნებიდან არჩევნებამდე დინამიკა იყო ასეთი, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ძლიერდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის, კიდევ უფრო სწორი მენეჯმენტისთვის, იმისათვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი რესურსი გამოიყენოს თავისივე დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისათვის, ეს ადამიანი დაეთანხმა ჩვენს შეთავაზებას, რაც ძალიან სასიხარულოა. ბიძინა ივანიშვილი პარტიულ საქმიანობაში ჩაერთვება მას შემდეგ, რაც ყრილობა დაამტკიცებს და ალბათ ოფიციალური კომენტარიც მაშინ გაკეთდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.