ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორს, ძერჟი პლევას შეხვდა
ლევან დავითაშვილი  ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორს,  ძერჟი პლევას შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორს,  ძერჟი პლევას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების იმპლემენტაციის საკითხებსა და ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარებისთვის) ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში სოფლის განვითარების მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერა. გვაქვს ახალი სტრატეგია. ევროკავშირიდან ვიღებთ დახმარებას ENPARD-ის ფარგლებში. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროკომისიის სოფლისა და სოფლის მეურნეობის  გენერალურმა დირექტორმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ძერჟი პლევა სოფლის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.