მსოფლიო   NEWS
ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება
ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები “რესპუბლიკის მოედანზე” იმყოფებიან, სადაც 19:00 საათისთვის მათ ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მიმართავს.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოპოზიციამ ოფიციალურად დაასახელა. პარტია „აყვავებული სომხეთის” ლიდერმა, გაგიკ წარუკიანმაც მხარი ნიკოლ ფაშინიანს დაუჭირა.

ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ კანდიდატს, პრემიერმინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეების განცხადებით, მათ 47 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი აქვთ.