მსოფლიო   NEWS
ევროპა ირანთან დადებული ბირთვულ შეთანხმების გადარჩ​ენას ცდილობს, ტრამპი კვლავ დარღვევით იმუქრება
ევროპა ირანთან დადებული ბირთვულ შეთანხმების გადარჩ​ენას ცდილობს, ტრამპი კვლავ დარღვევით იმუქრება

 

ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას 12 მაისს ვადა გასდის. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი გაგრძელების წინააღმდეგია. მან მსგავსი შინაარსის განცხადება ადრეც გააკეთა და ეს პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ხელშეკრულებას ტრამპმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ უწოდა „გიჟური". საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი შეეცდება „საშინაო მიზეზების" მოტივით ხელშეკრულების განახლებას ხელი შეუშალოს. 

ირანთან ბირთვული შეთანხმება ობამას ადმინისტრაციის დროს, 2015 წელს დაიდო. ის გარკვეული ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას გულისხმობს. შეთანხმების მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტი ვალდებულია 3 თვეში ერთხელ კონგრესს წარუდგინოს მოხსენება და დაარწმუნოს მისი წევრები, რომ ის არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ამასთან პრეზიდენტმა უნდა ურჩიოს მათ გაგრძელდეს თუ არა ეკონომიკური სანქციების შეჩერება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგაა მიმართული. ხელშეკრულების პარტნიორი ქვეყნები არიან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი. 

ტრამპი ხელშეკრულების გაუქმების ინიციატივით 2016  წელსაც გამოვიდა, თუმცა მაშინ ვერც ერთი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა. მსოფლიოს ლიდერთაგან აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ ისრაელის პრემიერმინისტრმა მოიწონა და მას ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ გადადგმული თამამი ნაბიჯი უწოდა. 

ამჟამად კი ექსპერტების განცხადებით, ტრამპს ევროპაში თანამოაზრე ჰყავს. სავარაუდოა, რომ გერმანიის კანცლერისა და აშშ-ს პრეზიდენტის ხვალინდელ შეხვედრაზე, მერკელმა ტრამპს მხარი დაუჭიროს. 

იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული ხელშეკრულება გაუქმდა და ირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები კვლავ ამოქმედდა, დიდი ალბათობით, ნავთობზე ფასები მოიმატებს. ამასთან ირანისთვის დაწესებული სანქციებით დაზარალდებიან მსხვილი საავტომობილო, საავიაციო და ტურისტული კომპანიები.