პოლიტიკა
„ვთავაზობ მესამე ძალის ალტერნატივას, რომელსაც არც ევრონაცები მოსწონს და არც ევროქოცები“ - მამუკა ტუსკაძე
„ვთავაზობ მესამე ძალის ალტერნატივას, რომელსაც არც ევრონაცები მოსწონს და არც ევროქოცები“ - მამუკა ტუსკაძე

„ვთავაზობ მესამე ძალის ალტერნატივას, რომელსაც არც ევრონაცები მოსწონს და არც ევროქოცები“ - ამის შესახებ ახალი ქრისტიან-დემოკრატების ვანი-ხონის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის მიერ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ის პარლამენტში ვანელებისა და ხონელების უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

„იმიტომ უნდა დამიჭირონ მხარი, რომ პირველ რიგში ვთავაზობ მესამე ძალის ალტერნატივას, რომელსაც არც ევრონაცები მოსწონს და არც ევროქოცები და თვლიან, რომ მათ ვერ გაამართლეს ხალხის იმედები და შესაძლოა, მესამე ძალამ, რომელიც არის სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი და პატრიოტული გრძნობით სავსე ადამიანებით დაკომპლექტებული და  რომელიც  ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი შეიძლება გააკეთო, ეს შეძლოს“- აცხადებს მამუკა ტუსკაძე.