სამართალი
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე რუსეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებთან ერთად სახლის გაქურდვის დროს ქალაქ გალარატეში დააკავა.

სახლის მეპატრონემ, რომელიც მილანში მივლინებაში იმყოფებოდა სმარტფონით მიიღო შეტყობინება, რომ მის სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. ის სამართალდამცავებს დაუკავშირდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სამი დამნაშავე ღობეზე გადაძრომის დროს აიყვანეს.

ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.