მსოფლიო   NEWS
კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერს კონფლიქტისა და დაპირსპირების დასრულებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება სამხრეთ კორეის ლიდერს, მისი თქმით, მხარეებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა აუცილებელია.

კიმ ჩენ ინის მიერ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მშვიდობის სიმბოლოდ შეაფასა.

დღის განმავლობაში მხარეები ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, მშვიდობასა და შესაძლო გაერთიანების საკითხებზე იმსჯელებენ.

სამიტის დასასრულს, კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი სიმბოლურად ხეს დარგავენ.

კიმ ჩენ ინი 1953 წლის შემდეგ, პირველი ჩრდილოეთ კორეელი ლიდერია, რომელმაც ნახევარკუნძულის გამყოფი სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა.